თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

პეტრე კანკავამ პარლამენტარებს სახელმწიფო…
14-04-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული ენის სწავლების თემაზე მოხსენებით წარსდგა. პეტრე კანკავამ საპარლამენტო კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების შესახებ.
ქეთევან ციხელაშვილმა ქართული ენის დღე ყარაჯალარის…
13-04-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის საჯარო სკოლაში ქართული ენის ღია გაკვეთილს დაესწრო და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოაცხადა.
ესეების კონკურსი „ქართული ენა - გზა ჩემი…
13-04-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ცხადდება ესეების კონკურსი თემაზე - „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ“. კონკურსის მიზანია ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
ქეთევან ციხელაშვილმა შვედ ხალხს მიუსამძიმრა
13-04-2017
ქეთევან ციხელაშვილმა სტოკჰოლმში მომხდარი ტერაქტის გამო შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარტინა ქვიქს მიუსამძიმრა.
ქეთევან ციხელაშვილი: კონფლიქტით დაზარალებულ…
12-04-2017
კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
პეტრე კანკავამ ახალციხეში სტუდენტებს საჯარო…
10-04-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ სტუდენტებს პროგრამა „1+4“-ს მონაწილეთათვის განკუთვნილი, საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამის დეტალები გააცნო.
პეტრე კანკავამ ადამიანის უფლებათა დაცვის…
08-04-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილი „თავისუფლების სამიტზე“…
08-04-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ალბანეთში „თავისუფლების სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა.
ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე…
06-04-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების პედაგოგებს სიტყვით მიმართა. ქეთევან ციხელაშვილმა ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე სემინარის „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.