თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის საერთაშორისო…
27-03-2017
„ჩვენ, ქართული მხარე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები იყოს ქმედითი და კონსტრუქციული ფორმატი. ქართული დელეგაცია, ახლა, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, აგრძელებს კონსტრუქციულ, საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ჩართულობას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს გააჩნია მკაფიო ფორმატი, ასევე დღის წესრიგით მონიშნული უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სკითხები. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხების არსებით განხილვას და იმედია, რუსეთი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ თემებს, რომლებიც არამხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ათასობით ადამიანის ბედს, მათ უსაფრთხოებას და უფლებებს უკავშირდება“, აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 39-ე რაუნდის დაწყებამდე.
IPRM-ის მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების…
24-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პეტრე კანკავამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის…
23-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემაზე ახალციხეში შეხვედრები გამართა.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებისთვის სტაჟირების…
23-03-2017
ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა წარადგინა.
ქეთევან ციხელაშვილი სამეგრელოს რეგიონში
22-03-2017
„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელი პირების ჩართვის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.
გალში მორიგი - 44-ე შეხვედრა გაიმართა
21-03-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 44-ე შეხვედრა გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში ნოვრუზის…
21-03-2017
„მინდა, ყველას მივულოცო ნოვრუზ ბაირამი, ვინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში სადღესასწაულო ღონისძიებაზე, რომელშიც მან პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან მიიღო მონაწილეობა.
ქეთევან ციხელაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს…
21-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
ქეთევან ციხელაშვილი სკანდინავიურ-ბალტიური…
20-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელს სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად ეწვია.