თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

პეტრე კანკავამ თემატური სკოლის „საქართველო…
20-05-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ თემატური სკოლის „საქართველო და ევროკავშირი“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ხუთდღიან თემატურ სკოლას ახალგაზრდებისთვის საქართველოს გაეროს ასოციაცია ატარებს.
ქეთევან ციხელაშვილი: „არ მოდუნდება ჩვენი…
20-05-2017
„არ მოდუნდება ჩვენი ძალისხმევა, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
პეტრე კანკავამ ახალქალაქის სკოლებში „ბოლო…
19-05-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალქალაქის საჯარო სკოლებში „ბოლო ზარის“ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლის დამთავრება პეტრე კანკავამ ახალქალაქის პირველ სომხური სკოლის და მესამე ქართული სკოლის მეთორმეტეკლასელებს მიულოცა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თემაზე…
18-05-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თემაზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილი: „დარწმუნებული ვარ,…
16-05-2017
„დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა მავთულხლართების ფრაგმენტებს ასეთ მუზეუმებში განვათავსებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა კასპში, „ოკუპაციის მუზეუმში“ გამართულ შეხვედრაზე.
ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა
11-05-2017
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 77-ე შეხვედრა გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილი ჰერბერტ ზალბერს შეხვდა
11-05-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკიუსიების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილი: „განათლებით უნდა გავარღვიოთ…
11-05-2017
„განათლებით უნდა გავარღვიოთ ის ხილული და უხილავი ბარიკადები, რომლებიც კონფლიქტმა, საზოგადოებების გახლეჩამ და მავთულხლართებმა შექმნა,“- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ შეხვედრაზე.
პეტრე კანკავამ ქალთა მიმართ ძალადობისა და…
08-05-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის შესახებ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ევროპის საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.