თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

ქეთევან ციხელაშვილი ეროვნული უმცირესობების…
14-07-2017
ქეთევან ციხელაშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს, კომისრის მოვალეობის შემსრულებელს ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილმა ბათუმის საერთაშორისო…
13-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სამუშაო სესია, რომლის მთავარი თემა იყო „დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა: რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ქეთევან ციხელაშვილის მოდერატორობით წარიმართა.
კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“…
13-07-2017
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ღამის სესიას ქეთევან ციხელაშვილი წაუძღვება.
ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა
12-07-2017
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 79-ე შეხვედრა გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის თავდაცვის აკადემიის…
11-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავსტრიის თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელს მარტინ მალეკს შეხვდა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის…
11-07-2017
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის დეტალები ახალგაზრდებს ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნეს.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის…
10-07-2017
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი 10 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს წარმომადგენლებს…
10-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთოს მთავარ მრჩეველთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში არმინ რიზერთან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯომარესთან ეუთო-ს მხრიდან გიუნტერ ბეხლერთან.
ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის ოფიციალურ…
06-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის აპარატის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.