თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო…
09-09-2020
„აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა იმ სოფელს ვეწვიეთ, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა ე.წ. გადასასვლელები და სადაც დღემდე აღმართულია ფიზიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის, უკრძალავს მოსახლეობას თავისუფალი კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებას
გაეროს მხარდამჭერი რეზოლუცია საქართველოს…
04-09-2020
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა მხარდამჭერი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების განუყოფელ უფლებას, გმობს აღნიშნულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ავალებს გაერო-ს გენერალურ მდივანს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
02-09-2020
„საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას დღეს გავეცანი სოფელ გუგუთიანტკარში, ხურვალეთსა და ოძისში, სადაც ასევე შეხვედრა გავმართე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებთანაც ვიმსჯელეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე და საჭიროებებზე. ასევე ვესტუმრეთ უკანონოდ გატაცებული ჩვენი მოქალაქეების ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებს, რომლებსაც პირადად გავაცანით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული და მიმდინარე ძალისხმევა იმისათვის, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება.  
თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში…
02-09-2020
თეა ახვლედიანმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა და შეკრებილებთან ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელა.  
თეა ახვლედიანმა USAID-ის საქართველოს მისიის…
31-08-2020
სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მისიის დირექტორს USAID-ის მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გამოყოფილი დახმარებისთვის და საქართველოს როგორც სამშვიდობო, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა…
31-08-2020
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რომლის უმთავრესი ამოცანაც არის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა. ამ კუთხით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული გზები და UNHCR-ის მიერ ამ დრომდე განხორციელებული, ასევე დაგეგმილი საქმიანობა
თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონს ესტუმრა
28-08-2020
განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები. სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში გაემგზავრა და სოფელ დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ შორის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს, პედაგოგებს, ახალგზარდებს და სამოქალაქო აქტივისტებს
თეა ახვლედიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან,…
27-08-2020
სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში შვედეთის…
26-08-2020
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება