თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანი დოკუმენტური ფილმის "თავისუფლების…
28-09-2022
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი - „"თავისუფლების" ფასი", ეხმიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ე.წ. „თავისუფლებისკენ სრწაფვის“ ფონზე, გამყოფი ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებას. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთი ასეთი დამოკიდებული და არათავისუფალი არასდროს ყოფილა, ისევე როგორც აფხაზური ენა და იდენტობა არასდროს ყოფილა ასე ახლოს გაქრობის საფრთხის წინაშე.  
თეა ახვლედიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური…
28-09-2022
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.  
თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის…
28-09-2022
მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.  
სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების…
26-09-2022
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. 
თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა…
23-09-2022
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
23-09-2022
სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.  
თეა ახვლედიანმა საქართველო-ევროკავშირის…
23-09-2022
სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას.  
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,…
23-09-2022
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, 
თეა ახვლედიანმა ბელგიის სამეფოს ფედერალური…
21-09-2022
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.