თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანმა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ…
05-10-2022
თეა ახვლედიანმა უცხოელ სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.  
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის…
04-10-2022
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
თეა ახვლედიანი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში…
04-10-2022
სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებთან 29 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და სოხუმის დაცემის დღის, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღის დატვირთვაზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა,
თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის…
04-10-2022
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.  
თეა ახვლედიანი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით,…
29-09-2022
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ახლა, როდესაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების დღემდე მიმდინარე ოკუპაციის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რეგულარული დარღვევების ფონზე, მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის მოწმე და რეგიონში უკიდურესად გამწვავდა უსაფრთხოების გამოწვევები, ეს ტრაგიკული თარიღი აფხაზებისა და ქართველების ერთად დგომითა და მშვიდობის განმტკიცების გზით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაქციოთ არა მტრობის, არამედ მხოლოდ მშვიდობის და გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოდ.  
თეა ახვლედიანი დოკუმენტური ფილმის "თავისუფლების…
28-09-2022
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი - „"თავისუფლების" ფასი", ეხმიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ე.წ. „თავისუფლებისკენ სრწაფვის“ ფონზე, გამყოფი ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებას. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთი ასეთი დამოკიდებული და არათავისუფალი არასდროს ყოფილა, ისევე როგორც აფხაზური ენა და იდენტობა არასდროს ყოფილა ასე ახლოს გაქრობის საფრთხის წინაშე.  
თეა ახვლედიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური…
28-09-2022
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.  
თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის…
28-09-2022
მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.  
სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების…
26-09-2022
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.