თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობა მზად…
04-08-2021
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, რომელთა მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობა.
თეა ახვლედიანი: მზად ვართ ახალი იმპულსი…
04-08-2021
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს.
თეა ახვლედიანი: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან…
04-08-2021
ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებელთათვის შემუშავებული და ხელმისაწვდომი, მათ შორის ნეიტრალური-სტატუსის სერვისების მიღების გასამარტივებლად, ვგეგმავთ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნას აფხაზურ და ოსურ ენებზე.  
თეა ახვლედიანი: უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო…
04-08-2021
ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას და რეგულარულ კონსულტაციებს, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-თან ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატებისა და სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების ფარგლებში;  
თეა ახვლედიანი: შემუშავდა და დამტკიცდა სამოქალაქო…
04-08-2021
სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა სამი განზომილებით განისაზღვრება, ესენია - ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი.  
თეა ახვლედიანი: 2030 წლისთვის - ქართულ ენაზე…
04-08-2021
სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც ფორმალურ განათლებაში - საბავშვო ბაღებში, სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში - ასევე ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების მიმართულებით, რამდენიმე წელიწადში არსებით და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, პირველ რიგში, სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, ისევე როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით.  
თეა ახვლედიანი: ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს…
04-08-2021
თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობის გასაძლიერებლად გადაგმული ნაბიჯები უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს მიმდინარე საჭიროებებს, მათ შორის, თანაბარი საარჩევნო გარემოს განვითარებისა და არსებული საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით.  
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2008 წლის…
30-07-2021
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.  
''იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად…
27-07-2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.