თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანმა ლიეტუვის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან…
21-05-2021
თეა ახვლედიანმა სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. ლიეტუვის მხარის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის საკითხები და აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
21-05-2021
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კულტურათაშორისი დიალოგი მხოლოდ თანასწორობის, დემოკრატიის, შემწყნარებლობის, სოციალური სამართლიანობისა და კულტურების ურთიერთპატივისცემის პირობებში ვითარდება და გადაიქცევა საზოგადოების განვითარების მამოძრავებელ ძალას.  
თეა ახვლედიანმა საქართველოში რუმინეთის ელჩთან,…
20-05-2021
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.  
თეა ახვლედიანმა ენგურჰესის კაშხალი მოინახულა…
20-05-2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა. თეა ახვლედიანმა ენგურჰესის კაშხალი მოინახულა და ადგილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
თეა ახვლედიანი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში…
20-05-2021
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
20-05-2021
სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაცია დროებითია და რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. თეა ახვლედიანის განცხადებითვე, შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს აკისრიათ უდიდესი როლი.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
20-05-2021
თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ. 
თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე…
19-05-2021
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფულების აღკვეთა მიუსაჯა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
18-05-2021
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, UNDP-ის წარმომადგენელმა მადლიერებით აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.