თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

ლია გიგაურმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის…
14-04-2021
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ადამ შმიდტმა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ.  
თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში…
13-04-2021
სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააყენა უკანონო დაკავებების პრაქტიკის დაუშვებლობისა და ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
13-04-2021
“ჩვენს უძვირფასეს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დაწყებას. ეს თვე ყველა მუსლიმის გულში რწმენის, სისპეტაკის, სიხარულისა და სიძლიერის ზეიმია. თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს, რომელიც რამაზანის თვის დადგომას აღნიშნავს, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე და კეთილდღეობა“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.  
სახელმწიფო მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი…
09-04-2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ეროვნული ერთიანობის და საზოგადოებრივი თანხმობის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.  
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში…
08-04-2021
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში FAO-ს საქმიანობა და იმსჯელეს ორგანიზაციის როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა FAO-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობისა და ზოგადად საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
08-04-2021
2021 წლის 7 აპრილს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ეწერფელდში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხებზე. შეხვედრაზე, რომელსაც 30-მდე მონაწილე ესწრებოდა, განხილული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა და რეაგირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ძალადობის ფაქტებზე. გარდა ამისა მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
08-04-2021
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოშათა საერთაშორისო დღეს გილოცავთ! საქართველოში მცხოვრები თითოეული ბოშასთვის ეს დღე ყოფილიყოს ახალი წარმატებებისა  და უკეთესი მომავლის საწინდარი! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამცხე-ჯავახეთის…
08-04-2021
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი, ამავდროულად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-20 წწ. პოლიტიკის მიღწევებსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას…
07-04-2021
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურით გადმოსვლას.