თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში…
25-01-2021
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ერთიან ძალისხმევას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკის კოორდინაციისა და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი მხარდაჭერის გაგრძელებას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  
საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ…
15-01-2021
სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და რაჭის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.  
თეა ახვლედიანი - „არაერთხელ განვაცხადეთ…
08-01-2021
ამ ეტაპზე დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით, ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში.  
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებისა…
06-01-2021
აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.  
გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და…
05-01-2021
აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.  
თეა ახვლედიანი - აფხაზეთის რეგიონში შეტანილ…
30-12-2020
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა ქვეყნის გარეთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული შეხვედრები, აღსანიშნავია აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის უახლესი წარმატებული მაგალითები და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გზით დაგროვილი დადებითი გამოცდილება.  
თეა ახვლედიანი - გაყოფილ საზოგადოებებს შორის…
30-12-2020
„სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელმაც პანდემიის მიუხედავად წარმატებით ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი. გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნეს-პროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს; ამ კუთხით მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ.  
თეა ახვლედიანი - ოკუპირებული რეგიონებიდან…
30-12-2020
„პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ. მთავრობის ეს განცხადება დაუყოვნებლივ გარდაიქმნა კონკრეტულ ქმედებებში, რაც მოიცავდა:    
თეა ახვლედიანი - რუსეთის ფედერაციის მიერ…
30-12-2020
საქართველოს ხელისუფლება, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო დეკემბრის რაუნდზე, მთელი სიმწვავით იქნა დაყენებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარება, რუსეთის მიერ ფაქტიური ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული საკითხები.