თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანი: 25 წლის განმავლობაში პირველად…
23-03-2021
დასახული ამოცანების მისაღწევად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ და დინამიურ ნაბიჯებს, ვგეგმავთ და ვახორციელებთ ისეთ პროგრამებს, რაც შეძლებისდაგვარად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტიურად ყველა სფეროს - ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მიმდინარე ოკუპაციის და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ასევე ადგილზე განხორციელებული პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვიწევს ვიყოთ კრეატიულები, გამოვნახოთ სტატუს-ნეიტრალური გზები და შევქმნათ უნიკალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გავუხსნათ სხვადასხვა შესაძლებლობებით სარგებლობის გზები.  
თეა ახვლედიანი: ჩვენ არ შევეგუებით და ვაგრძელებთ…
23-03-2021
„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას, რაც მოიცავს გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, უკანონო პატიმრობას. ამ მხრივ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, რომლებიც ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან, რადგან მიზანმიმართულად შეზღუდული აქვთ იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. მძიმე უფლებრივ მდგომარეობას ემატება ადგილზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, რამაც ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.  
სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების…
22-03-2021
უწყებების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. - http://gov.ge/s/52994   სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, 12 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე - http://gov.ge/s/32c00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
21-03-2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს:  
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს აზერბაიჯანელ…
21-03-2021
„ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის მიმართ პატივისცემასა და სითბოზე, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში “- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
20-03-2021
თეა ახვლედიანმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელობას მიულოცა ნოვრუზ ბაირამი, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე ახალგაზრდების როლს და მათ აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
19-03-2021
"სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუერთდები ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობას დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვრივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
18-03-2021
მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
18-03-2021
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა დეტალურად განიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.