თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული…
25-03-2021
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.  
ინფორმაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს…
25-03-2021
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ კოვიდ-19 პანდემიის დროს გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტისკენ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფონზე.  
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თელავში ეთნიკური…
25-03-2021
სხდომის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობასა და ხედვაზე ისაუბრა. მან „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები წარადგინა და მონაწილეებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი დეტალურად გააცნო.  
თეა ახვლედიანი: მცდარია ის მოსაზრება, რომ…
23-03-2021
"ეს არის მცდარი. უმაღლეს დონეზე მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და ზუსტად იმავე გზით, არაერთხელ გავეცით პასუხი. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამ დიალოგისთვის დეპოლიტიზირებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე. ეს გაცხადდა მრავალჯერ როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემ მიერ, ასევე სხვა კოლეგების მიერ არაერთხელ საჯაროდ. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში არაფორმალურ კომუნიკაციას და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი. გვახსოვს ასევე, რომ აფხაზეთის ყოფილი დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც, არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა. თუმცა, მათ შედეგი არ მოჰყოლიათ.
თეა ახვლედიანი: ჩვენ ვგეგმავთ გავააქტიუროთ…
23-03-2021
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები უარყოფით გავლენას ახდენს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე და მნიშვნელოვნად ართულებს დასახული ამოცანების მიღწევას, გვჯერა, რომ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ძალისხმევის გაორმაგება. ჩვენ ვგეგმავთ გავააქტიუროთ ჩართულობის სახელმწიფო კომისიის საქმიანობა და დავიწყოთ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის პროცესი, რაც 2010 წლის შემდგომ არ განხორციელებულა. აღნიშნული მოითხოვს სახელმწიფო უწყებების აქტიურ ჩართულობას და გვსურს, რომ აღნიშნულ პროცესში ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტთან.  
თეა ახვლედიანი: მნიშვნელოვანი პრიორიტეტია…
23-03-2021
„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის გაძლიერება და მათი უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამ მხრივ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ქალთა ორგანიზაციებთან, ასევე გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ქალებთან რეგულარულ საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე მათი ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობისა და სხვა თემების შესახებ. ვგეგმავთ, რომ ამგვარ შეხვედრებს უფრო მეტი სისტემატიზება შევძინოთ და კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ქალების მონაწილეობას ნდობის მშენებლობის პროექტებში.“
თეა ახვლედიანი: პანდემიის მიუხედავად ჩვენ…
23-03-2021
„სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით. ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვუმკურნალეთ 876 პაციენტს. გარდა ამისა, პანდემიის მიუხედავად ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებით, მათ შორის სხვადასხვა ვაქცინით მომარაგება, რომელთა წლიური ღირებულება მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი ჯამში 5 მილიონ ლარს აჭარბებს.  
თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობამ უმაღლეს…
23-03-2021
„სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის დადასტურება საქართველოს მთავრობის მზადყოფნის, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გააფართოვოს დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. დეპოლიტიზირებული მიდგომებისა და სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ინიციატივა ქმნის სივრცეს ეკონომიკური საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რაც არასდროს შეწყვეტილა, პანდემიის პირობებშიც კი. წლების განმავლობაში დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საარქივო მასალების გაცვლის და სხვა არაერთი მიმართულებით. 2020 წელს წარმატებული თანამშრომლობის და არაფორმალური დიალოგის მაგალითია 1000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მაგალითები, რის შესაძლებლობასაც კომისიის სხდომის საჯარო ფორმატი არ გვაძლევს.  
თეა ახვლედიანი: 2019-2020 წლებში გასამმაგდა…
23-03-2021
„სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განათლების მიმართულებით ასევე მოქმედებს უნიკალური ინსტრუმენტი - სკოლისშემდგომი განათლების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც პირველად ქმნის შესაძლებლობას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის გალსა და ახალგორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, საერთო ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა ითვალისწინებს როგორც საცხოვრებლით, ისე სტიპენდიით უზრუნველყოფას.