თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტის საგარეო…
12-04-2022
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
10-04-2022
ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორ-განზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს.  
არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის…
02-04-2022
ზვიად ზვიადაძემ ახალგორის რაიონის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
01-04-2022
ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების საკითხებში ანნე ვიტკოვსკისთან და მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლესლი ზიმანთან.  
სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების…
28-03-2022
სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.  
თეა ახვლედიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის…
24-03-2022
შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესი ორივე განზომილების - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ნოვრუზ…
21-03-2022
„ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ეს არის შესანიშნავი დღესასწაული, რომელიც სიცოცხლის განახლებასთან ერთად, არის უკეთესი მომავლის რწმენის სიმბოლო. ნოვრუზის დღესასწაული ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის, საქართველოს კულტურის შემადგენელი ნაწილია
თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში…
17-03-2022
სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი UNDP-ის როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში
თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში…
16-03-2022
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვეიცარიის მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.