თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის…
21-04-2022
მხარეებმა განიხილეს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით.  
თეა ახვლედიანმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში…
19-04-2022
მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა და იპოვონ თანამშრომლობის საუკეთესო ოპტიმალური გზა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პროგრამის შემდგომი წარმატებით განხორციელების მიზნით.  
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქართული…
14-04-2022
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
14-04-2022
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. მინისტრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელმა თამარ ჯაყელმა.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
14-04-2022
სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით.  
თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტის საგარეო…
12-04-2022
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
10-04-2022
ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორ-განზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს.  
არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის…
02-04-2022
ზვიად ზვიადაძემ ახალგორის რაიონის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.  
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
01-04-2022
ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების საკითხებში ანნე ვიტკოვსკისთან და მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლესლი ზიმანთან.