თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 39-ე რაუნდი…
30-03-2017
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი 2017 წლის 28-29 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებები წარიმართა ორ სამუშაო ჯგუფში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლების თანათავმჯდომარეობით. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების გარდა, მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
30-03-2017
გერმანის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები გერმანიის სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან: საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო ურთიერთობათა გერმანიის საბჭოში (DGAP) და ფედერალური კანცლერის აპარატში.
ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის…
28-03-2017
მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი მიღწევა, დიდი შრომის შედეგად მოპოვებული სიკეთე- ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს გახლავთ ნაბიჯი ჩვენს ისტორიულ ოჯახში ინტეგრაციისკენ და სრულიად ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში; ეს არის არამხოლოდ დაბრკოლებების გარეშე გადაადგილება 30 ევროპულ ქვეყანაში, არამედ უკეთესი პერსპექტივა და შანსი ჩვენი განვითარებისთვის.
ქეთევან ციხელაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში…
28-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს ბერლინში 28- 31 მარტს გამართავს.
ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის საერთაშორისო…
27-03-2017
„ჩვენ, ქართული მხარე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები იყოს ქმედითი და კონსტრუქციული ფორმატი. ქართული დელეგაცია, ახლა, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, აგრძელებს კონსტრუქციულ, საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ჩართულობას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს გააჩნია მკაფიო ფორმატი, ასევე დღის წესრიგით მონიშნული უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სკითხები. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხების არსებით განხილვას და იმედია, რუსეთი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ თემებს, რომლებიც არამხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ათასობით ადამიანის ბედს, მათ უსაფრთხოებას და უფლებებს უკავშირდება“, აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 39-ე რაუნდის დაწყებამდე.
IPRM-ის მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების…
24-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პეტრე კანკავამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის…
23-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემაზე ახალციხეში შეხვედრები გამართა.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებისთვის სტაჟირების…
23-03-2017
ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა წარადგინა.
ქეთევან ციხელაშვილი სამეგრელოს რეგიონში
22-03-2017
„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელი პირების ჩართვის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.
გალში მორიგი - 44-ე შეხვედრა გაიმართა
21-03-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 44-ე შეხვედრა გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში ნოვრუზის…
21-03-2017
„მინდა, ყველას მივულოცო ნოვრუზ ბაირამი, ვინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში სადღესასწაულო ღონისძიებაზე, რომელშიც მან პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან მიიღო მონაწილეობა.
ქეთევან ციხელაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს…
21-03-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.